top of page

წესები და პირობები

უსაფრთხოების პოლიტიკა

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს "Mateo.ge"-ის ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკას. საიტზე რეგისტრაციისთვის საჭიროა სწორად მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • სახელი და გვარი – რათა უზრუნველვყოთ თქვენი იდენტიფიკაცია.

  • მისამართი და ტელეფონის ნომერი – შეკვეთების დროულად და სწორად მიწოდებისთვის და საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დასაკავშირებლად.

  • ელექტრონული ფოსტა და პაროლი – ავტორიზაციისთვის და პერსონალურ გვერდზე წვდომისთვის.

პირადი ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა

თქვენ მიერ "Mateo.ge"-ზე მითითებული ინფორმაცია არ გაიცემა მესამე მხარეებზე თქვენი ნებართვის გარეშე. თუმცა, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს თქვენი ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა სიახლეების, ცვლილებების, ფასდაკლებებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად. ეს ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ანონიმური სტატისტიკური ანალიზისთვის ან კვლევებისთვის, რაც არ გულისხმობს თქვენი პირადი მონაცემების გასაჯაროებას.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

"Mateo.ge"-ზე მომხმარებლის პირადი გვერდზე მითითებული ინფორმაცია დაცულია რეგისტრაციისას არჩეული პაროლით და ელ. ფოსტით. საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს, თუ ამას კანონმდებლობა მოითხოვს.

უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიღება

საიტზე რეგისტრაციის ან შეკვეთის დაფიქსირების დროს, თქვენ უნდა გაეცნოთ ვებგვერდის წესებსა და პირობებს და დაეთანხმოთ მათ. აღნიშნული თანხმობის გარეშე ვერ შეძლებთ რეგისტრაციას ან მომსახურების მიღებას.

უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილებები

"Mateo.ge"-ის ადმინისტრაციას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს განაახლოს უსაფრთხოების პოლიტიკის პირობები. ამ ცვლილებების შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ ელ. ფოსტის ან ვებგვერდის საშუალებით.

bottom of page